V დღის რეფლექსია.
განვიხილეთ
საავტორო უფლებები. რომ იგი იცავს მეცნიერებაში, ლიტერატურაში და ხელოვნების სფეროში
შექმნილ ნაწარმოებებს. გავიგეთ, რომ საავტორო უფლებები არ ვრცელდება იმ ნაწარმოებებზე,
რომლებიც არ დაწერილა და არ ჩაწერილა და ა.შ. საავტორო უფლებები არ იცავს იდეებს, პროექტებს,
მეთოდებს. საავტორი უფლებები არ გააჩნიათ ისეთ მასალებს როგორიცაა კალენდარი, საჯარო
კუთვნილებაში არსებული მასალები და ა.შ..
გავარკვიეთ
რა არის ლეგიტიმური უფლება. ასევე დავადგინეთ თუ რა პროცენტებითაა შესაძლებელი ამა
თუ იმ მასალის გამოყენება და წარმოდგენის ფორმები.
ვისწავლეთ
URL-ის
ჩაწერა.
გადავხედეთ
ჩვენს სასწავლო მიზნებს. მიზნების განსახორციელებლად კლასი იყოფა ჯგუფებად. ვეძებთ
მსგავსებას და განსხვავებას ჯგუფების მიერ მოტანილ მასალებში და ა.შ.
დავგეგმეთ
მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი სლაიდების მიხედვით. თემას ქვეთემებად ვანაწილებ და
თითოეულ სლაიდს ვურჩევ სათაურს, რომელსაც მიზანი გვკარნახობს.
ვიწყებთ
სლაიდშოუს შექმნაზე მუშაობას PowerPoint-ის
დახმარებით.
No comments:
Post a Comment