Thursday, March 31, 2016

IV დღის რეფლექსია.
დღეს გავეცანით შეფასების სტრატეგიები.

განვიხილეთ გზამკვლევი შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის

მოსწავლეების წინარე ცოდნის/საჭიროებების დადგენა
დავგეგმეთ პროექტის მსვლელობა
მოვიაზრეთ სავარაუდო აქტივობები
ვორდის ფაილში გავაკეთე  გონებრივი იერიშის სქემა, ვენის დიაგრამა და სხვა ვორდში არსებული შაბლონების გამოყენებით.



Tuesday, March 29, 2016

III დღის რეფლექსია


პირველ ეტაპზე სასწავლო პროექტის გეგმაში ჩავსვით სტანდარტები და ინდიკატორები.
სტანდარტების შერჩევის შემდეგ აქტივობ 1-ის ნაბიჯი 2-ში სასწავლო მიზნების შემუშავება განვიხილეთ ბუნდოვანი, დავალებაზე ორიენტირებული მიზნები და სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული მიზნები
ჩემი სასწავლო პროექტის გეგმისათვის ჩამოვაყალიბე მოსწავლეზე ორიენტირებული მიზნები და თუ როგორ  შეძლებენ მოსწავლეები ამ მიზნების განხოეციელებას.  შედარება მოვახდინეთ ბლუმის ტაქსონომიასთან. დავრწმუნდით, რომ ჩვენი პროექტი სააზროვნო უნარების განვითარებას ემსახურება.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი სიტყვები.
ტრეინინგის მეორე ნაწილი დაეთმო კომპიუტერის მოხმარების ტექნიკურ მხარეებს.

Thursday, March 24, 2016

პირველ დღეს გავეცანი ჩემს კოლეგებს სხვადასხვა სკოლებიდან, ისინი ძალიან საინტერესო და მოტივირებული ადამიანები არიან.
ნინო  კაჟაშვილს უკვე ვიცნობდი „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ ტრენინგიდან. ის კარგად მომზადებული, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, იგი პროფესიონალი ტრენერია. მკაფიოდ, თანამიმდევრულად და გასაგებად გადმოგვცემს ყველა საკითხს.
მან გაგვაცნო მოდულები, რომლებსაც გავეცნობით მიმდინარე ტრეინინგზე.
შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე და ქვესაქაღალდეები, რომლებშიც მოვათავსე პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი და სხვა დოკუმენტები, რომელთა მნიშვნელობა ტრენერმა აგვიხსნა.
შევქმენი ჩემი ბლოგი.


მეორე დღეს გავეცანი და შევისწავლე აქტივობა - გამოცემის მომზადება. ვისწავლე შაბლონების მოძიება და გამოყენება. დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.