Thursday, March 24, 2016

პირველ დღეს გავეცანი ჩემს კოლეგებს სხვადასხვა სკოლებიდან, ისინი ძალიან საინტერესო და მოტივირებული ადამიანები არიან.
ნინო  კაჟაშვილს უკვე ვიცნობდი „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ ტრენინგიდან. ის კარგად მომზადებული, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, იგი პროფესიონალი ტრენერია. მკაფიოდ, თანამიმდევრულად და გასაგებად გადმოგვცემს ყველა საკითხს.
მან გაგვაცნო მოდულები, რომლებსაც გავეცნობით მიმდინარე ტრეინინგზე.
შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე და ქვესაქაღალდეები, რომლებშიც მოვათავსე პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი და სხვა დოკუმენტები, რომელთა მნიშვნელობა ტრენერმა აგვიხსნა.
შევქმენი ჩემი ბლოგი.


მეორე დღეს გავეცანი და შევისწავლე აქტივობა - გამოცემის მომზადება. ვისწავლე შაბლონების მოძიება და გამოყენება. დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

No comments:

Post a Comment