Tuesday, April 19, 2016

IX  დღის რეფლექსია.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე.
მასწავლებლები გავეცანით ერთმანეთის მიერ ამ 9 დღის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებს. მოვახდინეთ შეფასებები.


სასწავლო პროექტის პორტფოლიო (პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე)

Thursday, April 14, 2016

VIII დღის რეფლექსია.

სასწავლო პროექტის გეგმაში გრაფა - საწავლო პროცედურები შევავსეთ.
განვიხილეთ შეფასებების სხვადასხვა ფორმები.
შევამოწმეთ პორტფოლიოები.

შევისწავლეთ Google ფორმები
გავეცანით გამოკითხვის ფორმას, რომელშიც დევს შეკითხვები ტრენინგის შესახებ. შეკითხვა შეიძლება იყოს ღია ან დახურული.
განვიხილეთ ტესტების ნიმუშები.


Google-ში გავაკეთე ტესტები გამოკითხვისათვის. 
პროექტის კითხვარი (კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე)

Tuesday, April 12, 2016

VII დღის რეფლექსია.
დღევანდელი რეფლექსიის მიზანი იყო მოსწავლეთა დიფერენცირება. როგორ შეიძლება ჩავრთოთ სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეები პროექტში და რა საინტერესო რესურსები შევუქმნათ.
განვიხილეთ აღქმის სტილები - ვიზუალი; აუდიალი, კინესთეთიკი.
როგორია სკოლებში სტატისტიკა.
შევეხეთ მრავალმხრივ ინტელექტს და დავახასითეთ თითოეული მათგანი. განვიხილეთ მაგალითი.
მივიღთ ზოგიერთი პედაგოგიური რეკომენდაცია
ვიხილავთ მოსწავლეთა მხარდაჭერა - შაბლონებს.
ვქმნით მოსწავლისათვის მხარდასაჭერ რესურსს საპრეზენტაციო მასალის შექმნისათვის.
სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსე საბაზო უნარ-ჩვევები. ასევე შევავსეთ სხვადასხვა გრაფები.

 ვიმუშავეთ ბლოგზე.

Thursday, April 7, 2016

VI დღის რეფლექსია.
            ვიმუშავე სლაიდშოუზე და განვათავსე ბლოგზე.
განვიხილეთ მოსწავლეებზე ორიენტირებული შფასება. შევქმენი რუბრიკა. გავაანალიზეთ თუ როგორ უნდა შეაფასოს მოსწავლემ საკუთარი ნამუშევარი კრიტერიუმების მიხედვით.  

ვისწავლეთ სურათზე ეფექტების გაკეთბა.

Tuesday, April 5, 2016

V დღის რეფლექსია.
განვიხილეთ საავტორო უფლებები. რომ იგი იცავს მეცნიერებაში, ლიტერატურაში და ხელოვნების სფეროში შექმნილ ნაწარმოებებს. გავიგეთ, რომ საავტორო უფლებები არ ვრცელდება იმ ნაწარმოებებზე, რომლებიც არ დაწერილა და არ ჩაწერილა და ა.შ. საავტორო უფლებები არ იცავს იდეებს, პროექტებს, მეთოდებს. საავტორი უფლებები არ გააჩნიათ ისეთ მასალებს როგორიცაა კალენდარი, საჯარო კუთვნილებაში არსებული მასალები და ა.შ..
გავარკვიეთ რა არის ლეგიტიმური უფლება. ასევე დავადგინეთ თუ რა პროცენტებითაა შესაძლებელი ამა თუ იმ მასალის გამოყენება და წარმოდგენის ფორმები.
ვისწავლეთ URL-ის ჩაწერა.
გადავხედეთ ჩვენს სასწავლო მიზნებს. მიზნების განსახორციელებლად კლასი იყოფა ჯგუფებად. ვეძებთ მსგავსებას და განსხვავებას ჯგუფების მიერ მოტანილ მასალებში და ა.შ.
დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი სლაიდების მიხედვით. თემას ქვეთემებად ვანაწილებ და თითოეულ სლაიდს ვურჩევ სათაურს, რომელსაც მიზანი გვკარნახობს.

ვიწყებთ სლაიდშოუს შექმნაზე მუშაობას PowerPoint-ის დახმარებით.

Thursday, March 31, 2016

IV დღის რეფლექსია.
დღეს გავეცანით შეფასების სტრატეგიები.

განვიხილეთ გზამკვლევი შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენებისათვის

მოსწავლეების წინარე ცოდნის/საჭიროებების დადგენა
დავგეგმეთ პროექტის მსვლელობა
მოვიაზრეთ სავარაუდო აქტივობები
ვორდის ფაილში გავაკეთე  გონებრივი იერიშის სქემა, ვენის დიაგრამა და სხვა ვორდში არსებული შაბლონების გამოყენებით.



Tuesday, March 29, 2016

III დღის რეფლექსია


პირველ ეტაპზე სასწავლო პროექტის გეგმაში ჩავსვით სტანდარტები და ინდიკატორები.
სტანდარტების შერჩევის შემდეგ აქტივობ 1-ის ნაბიჯი 2-ში სასწავლო მიზნების შემუშავება განვიხილეთ ბუნდოვანი, დავალებაზე ორიენტირებული მიზნები და სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული მიზნები
ჩემი სასწავლო პროექტის გეგმისათვის ჩამოვაყალიბე მოსწავლეზე ორიენტირებული მიზნები და თუ როგორ  შეძლებენ მოსწავლეები ამ მიზნების განხოეციელებას.  შედარება მოვახდინეთ ბლუმის ტაქსონომიასთან. დავრწმუნდით, რომ ჩვენი პროექტი სააზროვნო უნარების განვითარებას ემსახურება.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი სიტყვები.
ტრეინინგის მეორე ნაწილი დაეთმო კომპიუტერის მოხმარების ტექნიკურ მხარეებს.

Thursday, March 24, 2016

პირველ დღეს გავეცანი ჩემს კოლეგებს სხვადასხვა სკოლებიდან, ისინი ძალიან საინტერესო და მოტივირებული ადამიანები არიან.
ნინო  კაჟაშვილს უკვე ვიცნობდი „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ ტრენინგიდან. ის კარგად მომზადებული, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, იგი პროფესიონალი ტრენერია. მკაფიოდ, თანამიმდევრულად და გასაგებად გადმოგვცემს ყველა საკითხს.
მან გაგვაცნო მოდულები, რომლებსაც გავეცნობით მიმდინარე ტრეინინგზე.
შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე და ქვესაქაღალდეები, რომლებშიც მოვათავსე პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი და სხვა დოკუმენტები, რომელთა მნიშვნელობა ტრენერმა აგვიხსნა.
შევქმენი ჩემი ბლოგი.


მეორე დღეს გავეცანი და შევისწავლე აქტივობა - გამოცემის მომზადება. ვისწავლე შაბლონების მოძიება და გამოყენება. დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.